суббота, 9 мая 2015 г.

                                                     მეხუთე დღე
ძალიან მეზარებოდა აქ მოსვლა ( ზოგადად ტრენინგზე მაქვს საუბარი) ვფიქრობდი, რომ ეს დროის უქმი ხარჯვა იქნებოდა, მაგრამ შევცდი და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა, რომ მაიძულეს მოვსულიყავი... ძალიან საინტერესოა ყველა აქტივობა და თითოეული აქ გადადგმული ნაბიჯი მმატებს თავდაჯერებულობას, ვფიქრობდი, რომ გაკვეთილ-პროექტს არასდროს ჩავატარებდი და შვძლებდი ამის გარეშეც "გავმძვრალიყავი", მაგრამ ახლა ნათლად ვხედავ რამდენ რამეს ვაკლებდი ამითი ჩემს ბავშვებს, რამდენ სახალისოს და საინტერესოს შევძლებ მათთან ერთად  და როგორ გავუადვილებ სწავლის მომენტს.
კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ ქალბატონი გვანცასი მოთმინებისათვის, სიყვარულისათვის, წასახილებისათვის. მიხარია და მეადვილება მასთან ყოფნა. 
ახლა დღევანდელი დღის შესახებ: განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები, გავუზიარეთ ერთმანეთს  საკუთარი შეხედულებები, შევაფასეთ ისინი და დავინახეთ ჩვენს გეგმაში არსებული  პრობლემები. გაუგებარი არ დაგვრჩენია არაფერი, ჩვენი ტრენერი სიტყვა-სიტყვით გვინმარტავს ყველაფერს და მოთმინებით, ნაბი-ნაბიჯ მივყავართ დასახული  მიზნისაკენ ♥ ♥ ♥

Комментариев нет:

Отправить комментарий