понедельник, 18 мая 2015 г.

დღე მეცხრე

ბოდიშს გიხდით დავაგვიანე რეფლექსიის დაწერა.
ამ დღეს ერთგარი შეჯამება გვქონდა მთელი ტრენინგისა. გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია, ვიყავით ერთმანეთის შავი და თეთრი ოპონენტი.
მოკლედ... ძალიან ვისიამოვნე ამ ტრენინგით და ზოგადად ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ტრენერს გვანცა სალიას მოთმინებისათვის, გულისხმიერებისათვის და იმედია გავამართლებთ თქვენს ამაგს...
P.S თქვენს ტრენინგებს დიდი სიამოვნებით დავესწრები კიდევ

суббота, 16 мая 2015 г.

დღე მერვე

ძალიან საინტერესო დღე იყო
ჩემთვის ახალი და საინტერესო აქტივობები განვახორციელეთ: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. განსაკუთრებით ანიმაციური რგოლებით ვიხალისეთ, ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ სტილში გაკეთებული სლაიდები. წარმომიდგენია, როგორ გაერთობიან ბავშვები მე რომ ასე ვიხალისე
ასევე მოგვეცა დავალება: თეთრი და შავი ოპონენტები, ვფიქრობ საინტერესო იქნება ჩემი კოლეგების რეკომენდაციები

вторник, 12 мая 2015 г.

დღე მეშვიდე

საინტერესი დღე იყო... კამათი, აზრის გაზიარება და ა.შ. გვერთულა დავალებების პრაქტიკაში განხორციელება, გვეცოტავება მოტივაცია (ხელფასი), მაგრამ შევთანხმდით!!! აუცილებლად უნდა შევძლოთ ამ ხელფასის პირობებშიც კი, არა იმიტომ რომ ამ მცირედის დაკარგვისა გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მომავალი, ბავშვები ყველა ანაზღაურებაზე მნიშვნელოვანია და ეს უმაღლესი მოტივაციია ( ანუ მასწავლებლები ყველაზე ძლიერი ენთუზიასტები ვართ.
ახლა საქმეზე: გავეცანით რუბრიკების ბიბლიოთეკას. ძალიან მოგვეწონა, გამზადებული მასალაა და  მხოლოდ ჩვენ მასალებთან შეთავსებას მოითხოვს. ვიხილეთ გარდნერისა და ბლუმის დავალებები მოსწავლეთათვის, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეებს დავალებები გავუნაწილოთ მათი დონისა და ინტელექტის გათვალისწინებით. და ბილოს: მოგვეცა დავალებები, რომელიც მკვდარი-ცოცხალი უეჭველად უნდა გვქონდეს შესრულებული შაბათისათვის...იმედი მაქვს გავაკეთებ და გასიამოვნებთ

воскресенье, 10 мая 2015 г.

დღე მეექვსე

დღეს გავეცანით და PoverPoint-ში გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მოვირგეთ მოსწავლის როლი და მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოვამზადეთ ის. გავეცანით ნაშრომის შეფასების რუბრიკებს. უნდა შევძლოთ მოვამზადოთ ჩვენი ნაშრომების შეფასების რუბრიკები.
დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ მეცადინეობას, მაინტერესებს, რამდენად ეფექტური იქნება ჩემი შეფასების რუბრიკები.

суббота, 9 мая 2015 г.

                                                     მეხუთე დღე
ძალიან მეზარებოდა აქ მოსვლა ( ზოგადად ტრენინგზე მაქვს საუბარი) ვფიქრობდი, რომ ეს დროის უქმი ხარჯვა იქნებოდა, მაგრამ შევცდი და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა, რომ მაიძულეს მოვსულიყავი... ძალიან საინტერესოა ყველა აქტივობა და თითოეული აქ გადადგმული ნაბიჯი მმატებს თავდაჯერებულობას, ვფიქრობდი, რომ გაკვეთილ-პროექტს არასდროს ჩავატარებდი და შვძლებდი ამის გარეშეც "გავმძვრალიყავი", მაგრამ ახლა ნათლად ვხედავ რამდენ რამეს ვაკლებდი ამითი ჩემს ბავშვებს, რამდენ სახალისოს და საინტერესოს შევძლებ მათთან ერთად  და როგორ გავუადვილებ სწავლის მომენტს.
კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ ქალბატონი გვანცასი მოთმინებისათვის, სიყვარულისათვის, წასახილებისათვის. მიხარია და მეადვილება მასთან ყოფნა. 
ახლა დღევანდელი დღის შესახებ: განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები, გავუზიარეთ ერთმანეთს  საკუთარი შეხედულებები, შევაფასეთ ისინი და დავინახეთ ჩვენს გეგმაში არსებული  პრობლემები. გაუგებარი არ დაგვრჩენია არაფერი, ჩვენი ტრენერი სიტყვა-სიტყვით გვინმარტავს ყველაფერს და მოთმინებით, ნაბი-ნაბიჯ მივყავართ დასახული  მიზნისაკენ ♥ ♥ ♥

воскресенье, 3 мая 2015 г.

მეოთხე დღე

                                                         
ქალბატონო გვანცა ტექნიკური მიზეზების გამო წინა დღეების რეფლექსია აქ ვერ დაგიტოვეთ, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, მაგრამ დღეს მეძლევა შესაძლებლობა გამოვასწორო ეს ნაკლი
ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, რადგან გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს და ახლა სასწავლო პროექტების გაკეთებისას ზუსტად ვიცი, როგორ, რა სტილით უნდა შევაფასო ჩემი ბავშვები, რათა გაუადვილო მათ შრომა და ზუსტად გავაგებინო, რას ვითხოვ და როგორ ვაფასებ მათ  მონდომებას. მართლა გულითადი მადლობა თქვენ, რადგან ხაზს უსვამთ ჩვენს პატარა წარმატებებსაც კი და უდიდესი გულისყურით ეკიდებით ჩვენს პრობლემებს...
ვფიქრობ წარმატებით გამოვიყენებ თქვენს ტრენინგზე მიოღებულ ცოდნას და ამით დაგიფასებთ შრომას